მონოგრაფიაში შემთხვევით პროცესთა ანალიზისა და მოდელირების კლასიკური მათემატიკური აპარატის გვერდით მოცემულია მოდელირების – ადაპტური იდენტიფიკაციის ბაზაზე დამუშავებული ჰუმანიტარულ-ტექნიკური მეთოდოლოგია. ადაპტური იდენტიფიკაცია ქართული კიბერნეტიკული სკოლის პირმშოა. იგი გამოცდილია ათობით ეკონომიურ და სამრეწველო ობიექტზე, გავლილი აქვს საერთაშორისო ექსპერტიზა და წარმატებით გამოიყენება განვითარებული ქვეყნების საინფორმაციო სისტემებში. ჰუმანიტარულ-ტექნიკური მეთოდოლოგიის გამოყენებით შეიძლება გადაწყდეს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი რაოდენობრივი მახასიათებლების სტრატეგიული პროგნოზისა და ანალიზის ამოცანები.