წიგნში მოცემულია საქართველოს კარსტის რეგიონალური (ოლქები, ქვეოლქები, რაიონები) და ტიპოლოგიური (ტიპები) გეომორფოლოგიური დარაიონება, აგრეთვე გაშუქებულია საქართველოს ტერიტორიაზე წარმოდგენილი კარსტული ფენომენების გეოგრაფიული გავრცელების კანონზომიერება. შედგენილია საქართველოს კარსტული რელიეფის ტიპებისა და მათი გავრცელების რეგიონების რუკა.