ნ. ბერძენიშვილის თხზულებათა VII ტომით იწყება მეცნიერის არქივის გამოცემა, ანუ ისეთი თხზულებების გამოცემა, რომლებიც ავტორს დაუმთავრებელი დარჩა, ბევრი მათგანი ცალკეული საკითხის მხოლოდ წინასწარ მონახაზს წარმოადგენს, მაგრამ მათში გამოთქმული მოსაზრებები საქართველოს ისტორიის კვლევისათვის გასათვალისწინებელია.
ნ. ბერძენიშვილის დაუმთავრებელ ნაშრომთა შორის ერთ-ერთი ძირითადია შრომა, რომელიც ეძღვნება ფეოდალური საქართველოს ისტორიის საინტერესო საკითხს - დიდგვარიანთა ბრძოლას სამეფო ხელისუფლებასთან და ამ ბრძოლის კულმინაციურ მომენტს –ყუთლუარსლანის გამოსვლას.