ნაშრომში, დოკუმენტური წყაროებისა და უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით, შესწავლილი და შეფასებულია საქართველოს ,,საბჭოთა რეჟიმის“ პერიოდის მრავალი კარდინალური საკითხი. ყურადღება გამახვილებულია ტაბუდადებული მოვლენების გამომზეურებაზე. წარმოჩენილია ეროვნული მოძრაობის, ეთნოკონფლიქტების, იდეოლოგიური ზეწოლისა და სისხლიან აქციათა ფაქტები, რაც ქართველი ერის წინააღმდეგ იყო მიმართული.