ნაშრომში განხილულია ფრენშაიზინგის, როგორც კომპლექსური, სიმბიოზური და ამასთან სრულიად დამოუკიდებელი სახის ხელშეკრულების ადგილი და როლი სამართლებრივ და სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებში, მისი დღითი-დღე მზარდი აქტუალობის განმაპირობებელი ფაქტორები, ხელშეკრულებით გადასაცემ განსაკუთრებულ უფლებათა კომპლექსი, ფრენშაიზინგის სახეები, ფრენშაიზის მიმცემის საფირმო სახელწოდებისა და სასაქონლო ნიშნის, ასევე სხვა განსაკუთრებულ უფლებათა შეცვლისა თუ შეწყვეტის თანამდევი შედეგები, ფრენშაიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტისა და განახლების წინაპირობები და მხარეთა შორის პასუხისმგებლობის განაწილების საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული მოდელები, ასევე საიდუმლო კომერციული ინფორმაციის გადაცემისა და დაცვის სამართლებრივი მექანიზმები და ფრენშაიზინგის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტები.