ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხების მესამე ნაწილი არის გარღმავება ბურჟუაზიული ფილოსოფიის კრიტიკისა ადამიანის არსის შესახებ. წინა პლანზეა წამოწეული მ. ჰაიდეგერის ეგზისტენციალური ანთროპოლოგიისა და სხვა მისტიკური თეორიების კრიტიკული ანალიზი. კრიტიკის მაგისტრალური ხაზი საბოლოოდ მიდის იმ დებულებასთან, რომ მარქსიზმის კლასიკოსების ფილოსოფიური პრინციპების გამოუყენებლად ადამიანის არსის დადგენა და შინაარსეული ცხადყოფა განუხორციელებელია.