,,თანამედროვე ადამიანი ჰომეროსის, პინდაროსის, ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს თუ სხვა დიდებულ შემოქმედთა შედევრებთან მიახლებისას განიცდის განსაკუთრებულ ეთიკო-ესთეტიკურ კათარსისს, რაც ქვეცნობიერად ამდიდრებს მის სულს. ამას მუდამ გრძნობდა ყველა ეპოქის განათლებული საზოგადოება და აღიარებდა იმ კულტურის უაღრესობას, რომლის ფასეულობებიც მარადიული აღმოჩნდა. სწორედ ეს მარადიულობა განაპირობებს ანტიკურობის თანამედროვეობას, რასაც მრავალი ნაშრომი მიეძღვნა, მათ შორის წიგნი, რომელიც ახლა თქვენს წინაშეა".