წიგნში განხილულია საქართველოს ფიზიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის, პოლიტიკური, ეთნიკური, სოციალური გეოგრაფიის, აგრეთვე ტოპონიმიკის საკითხები; აქვეა შიდა ქართლის, სვანეთის, იმერეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ ექსპედიციათა დღიურუბი. მოკლე წერილებსა და შენიშვნებში გამოთქმულია საინტერესო მოსაზრებანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ისტორიულ-გეოგრაფიული განვითარების, ზოგადად საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის შესახებ.