"თხზულებანი, რომელნიც წინამდებარე კრებულში შევიდნენ, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენდნენ, მათი პირველი გამოცემა 1918-19 წლებში მოხდა. მაშინ, როცა დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო არსებობდა. იმ დროს გამოცემულ წიგნებს ქართველი მკითხველი სრულებით არ იცნობს. არ იცის, როგორ ფიქრობდნენ, როგორ აზროვნებდნენ როგორი შეხედულებანი ჰქონდათ. ამ ხარვეზს ეს კრებული ნაწილობრივ შეავსებს, გარღა ამასა, ამ თხზულებებით მკითხველი ბევრს ისეთს რასმეს შეიტყობს, რაზეც, სამწუხაროდ, წლების მანძილზე ან სდუმდნენ ან განგებ ამბობდნენ ტყუილს". - აკაკი ბაქრაძე.