ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც აგებულია ქართული ანბანის მიხედვით, შედგება 1200-ზე მეტი ტერმინისაგან. წინამდებარე ლექსიკონის მომზადება-დამუშავებისათვის გამოყენებულია ქართული ისტორიულ-ლიტერატურული წყაროები, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“, მითოლოგიური ლექსიკონი, ქართული ენციკლოპედია, ფიზიკური კულტურისა და სპორტის ენციკლოპედიური ლექსიკონის სამტომეული (რუსულად), ფიზკულტურა და სპორტი, მცირე ენციკლოპედია (რუსულად), ფიზიკური კულტურის ისტორიის, ფიზიკური აღზრდის თეორიისა და მეთოდიკის სახელმძღვანელოები, პერიოდული პრესის მასალები.