წიგნში დახასიათებულია გალაკტიონის შემოქმედებითი ლაბორატორია. ავტორს სამეცნიერო ბრუნვაში შემოაქვს ბევრი ახალი მასალა, ცდილობს წარმოაჩინოს პოეტის მუშაობის სტილი და მანერა, ნათელი მოჰფინოს ზოგიერთი ლექსის შექმნის ისტორიას, გაარკვიოს ქმნადობის ეტაპთა თავისებურებანი.