წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკის გელა სულაძის 2010 წელს გამოცემული წიგნის „ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები (1918-1953 წ.წ.) (გამომცემლობა „ეროვნული მწერლობა“, 623 გვ.) კრიტიკულ განხილვას. წარმოჩენილია აღნიშნული წიგნის ავტორის, სამეცნიერო რედაქტორისა და კონსულტანტების მეტად ტენდენციური მიდგომა ქართული ანტისაბჭოთა პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიისადმი. ნაჩვენებია, თუ როგორ არ უნდა იწერებოდეს ისტორია. განხილვა ეფუძნება შესაბამისი წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემებს და მათ საფუძველზე წარმოდგენილ არგუმენტაციას.