ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

პროკურატურის ისტორიისათვის საქართველოში

გამოცემის წელი2017
გამომცემლობამერიდიანი

,,რაც შეეხება თავად ნაშრომს, როგორც ყოველი პირველი მცდელობა, ხარვეზებისგან დაცული, რასაკვირველია, ვერც ის იქნება, თუმცა ძალისხმევა არ დაგვიკლია მოგვეძებნა და საკუთარ ხედვასთან ერთად მკითხველისთვის მოგვეწოდებინა ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში მოძიებული მასალა, VI-XVIII საუკუნეებში სისხლის სამართლებრივი დევნისა თუ სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ. საკითხზე მსჯელობას ვიწყებთ: VI საუკუნეში ლაზიკაში შემდგარი სასამართლო პროცესით და მასზე ქართველ სახელმწიფო ბრალმდებელთა (კოლხ დარბაისელთა) წარმატებული გამოსვლით; ვაგრძელებთ XIXII საუკუნეებში სამძებრო ინკვიზიციური პროცესის შემოსვლასთან ერთად მპარავთმეძებლის თანამდებობის შემოღებით და ვასრულებთ მსჯელობას XVI-XVIII საუკუნეებში იმავე, ან მსგავსი ფუნქციებით აღჭურვილი მოხელეების: მეკობრეთმძებნელის, ხევისთავის, მდივანბეგისა და ზოგადად, ხელჯოხიანთა ინსტიტუტის ძალზე საინტერესო საქმიანობით. ნაშრომში განხილულია ასევე ქართველ მპარავთმეძებელთა და ფრანგ სამეფო პროკურორთა შესაძლო სამართალმემკვიდრეობის საკითხი" – გოჩა ფერაძე.