ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV-XIII სს)

გამოცემის წელი1988
გამომცემლობამეცნიერება

გამოკვლევა მოიცავს ქართული ფილოსოფიური აზრის განვითარების ერთ-ერთ საინტერესო და საყურადღებო პერიოდს –უძველესი დროიდან რუსთაველის ეპოქის ჩათვლით, რომელსაც მრავალი (ქართველი, რუსი და უცხოელი) მკვლევარი თვლის ქართული რენესანსისა და ჰუმანიზმის ეპოქად. ავტორის მიზანია დაასაბუთოს, რომ ქართული კულტურისა და მისი იდეური შინაარსის გზა – შუა საუკუნეებიდან რენესანსამდე და ჰუმანიზმამდე, – ანალოგიურია დასავლეთის კულტურული განვითარებისა და ორივე შემთხვევაში მიმართულია ამქვეყნიური სინამდვილის და ადამიანის ამქვეყნიური არსებობის ღირებულებისა და მნიშვნელობის უარყოფიდან მათი აღიარებისაკენ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ავტორი ეხება, ქართული რენესანსის ფილოსოფიური საფუძვლების საკითხია. ავტორი სრულ ანალოგიას ხედავს დასავლეთისა და ქართულ რენესანსს შორის მათი ფილოსოფიური საფუძვლების თვალსაზრისითაც. ორივე შემთხვევაში რენესანსის ფილოსოფიური საფუძველი ძირითადად ნეოპლატონიზმია.