ნაშრომი ეხება რუსთაველის მხატვრული და ფილოსოფიური მსოფლმხედველობის საკითხებს. მასში გარკვეულია ჰუმანიზმის ცნება მსოფლიო კულტურისა და მეცნიერების მიხედვით და დადგენილია ანალოგიები „ვეფხისტყაოსნის" იდეურ შინაარსთან. განხილულია რუსთაველის ფილოსოფიური გარემო, რომელიც XII ს. საქართველოში ძირითადად ნეოპლატონიზმით იყო წარმოდგენილი (ფსევდო-დიონისე – პეტრე იბერი, პროკლე და პეტრიწი).