წიგნში წარმოდგენილია ქართველი მამულიშვილის ზაქარია ჭიჭინაძის ორი ნაშრომი, რომლებიც მან გასული საუკუნის დასაწყისში დაბეჭდა. ავტორი განიხილავს ე.წ. „გასომხების პრობლემას“. წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია აგრეთვე, ქეთევან ქუთათელაძის ნაშრომი რომელიც განიხილავს ზ. ჭიჭინაძის შრომებში დასმული „გასომხების“ საკითხის პოლიტიკურ საფუძვლებს.