ცნობილი მოღვაწის – ზაქარია ჭიჭინაძის (1853-1931) მიერ ჩაწერილი მასალები ქართველთა გამუსლიმების შესახებ პირველად 2004 წელს დაიბეჭდა. იმჟამად გამოცემა ზ. ჭიჭინაძის რამდენიმე წიგნისა და საგაზეთო მასალების საფუძველზე მომზადდა. წინამდებარე წიგნში დამატებულია როგორც ქართველთა გამუსლიმებასთან დაკავშირებული ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შეკრებილი სხვა ზეპირი გადმოცემები, ისე ცნობები მეზობელ ჩრდილოკავკასიელ ხალხებში (ლეკები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები) ისლამის გავრცელების შესახებ.