წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს თანამედროვე ასურულ (არამეულ) ენაში. იგი შედგება ორი ნაწილისაგან. I ნაწილი შეიცავს გრამატიკული მასალის საილუსტრაციო სავარჯიშოებსა და სხვადასხვა ხასიათის ტექსტებს, II ნაწილი – ლექსიკონს მოცემული ტექსტებისათვის. ლექსიკონში მითითებულია უცხოურ სიტყვათა წარმომავლობა და სალექსიკონო ერთეულთა ძირითადი ფორმები.