ნაშრომში განხილულია 1940 წელს არმაზში (მცხეთის მახლობლად) არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ორენოვანი სტილის არამეული ტექსტი. ეს ტექსტი ფილოლოგიურ-ისტორიული კომენტარებით პირველად გამოსცა აკადემიკოსმა გიორგი წერეთელმა „არმაზის ბილინგვის“ სახელწოდებით (თბილისი, 1941). მას შემდეგ განვლილი ხნის განმავლობაში გამოქვეყნდა მრავალი მოსაზრება და შენიშვნა ხსენებული ტექსტის მიმართ; ამასთანავე დაგროვდა ახალი ეპიგრაფიკული მასალაც. ყოველივე ეს მოითხოვდა არმაზის ბილინგვი არამეული ტექსტის ხელახლა გამოცემას ყველა ზემოაღნიშნული მოსაზრებისა და სათანადო ეპიგრაფიკული მასალის გათვალისწინებით, რასაც მიზნად ისახავს წინამდებარე ნაშრომი.