ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

XX საუკუნის ქართველ მოღვაწეთა დღიურები

გამოცემის წელი2012
გამომცემლობაინტელექტი
რედაქტორითამაზ ჯოლოგუა

ქართველ მოღვაწეთა დღიურები, რომლებიც წინამდებარე წიგნშია შესული, მოიცავს პერიოდს 1904 წლის ივლისიდან 1932 წლის იანვრამდე. საინტერესო მასალას იძლევა ჩვენი უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების შესასწავლად (სოციალისტ ფედერალისტების მიერ პარიზში გაზეთის გამოცემა და არალეგალური გზით გავრცელება საქართველოში, რევოლუციური საქმეებისათვის ევროპიდან გემ „სირიუსით“ იარაღის გამოგზავნა და ამასთან დაკავშირებული ფაქტები, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკის ორგანიზება, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიკვიდაცია 1923 წელს, 1920-იანი წლების ბოლშევიკური რეპრესიები, 1924 წლის აგვისტოს აჯანყება ზუგდიდში და სხვ.).