ავტორი, როგორც ისტორიკოს-ფილოსოფოსი, ცდილობს ილიას თემას მთლიანობაში შეეხოს. აქამდე ისტორიკოსები ძირითადად იფარგლებოდნენ ილიას, როგორც ისტორიკოსის საკითხით, ფილოსოფოსები კი მას გაურბოდნენ. ამდენად, ავტორი შეეცდება ამ მხრივ გამოასწოროს ქართულ მეცნიერებასა და ფილოსოფიაში არსებული აღნიშნული ხარვეზი.