ნაშრომში განხილულია პოლიტიკური სოციალიზაციის კვლევის თეორიული და მეთოდოლოგიური პრობლემები. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა პოლიტიკური სოციალიზაციის ცნებას და არსს, პრობლემის კვლევის კონცეფტურ მიმართულებებს, მის ადგილს და როლს პოლიტიკურ პროცესში. გაანალიზებულია სოციალიზაციის, როგორც ინსტიტუციური პროცესის საბაზო ელემენტები და მათი მნიშვნელობა, პოლიტიკური სოციალიზაციის მექანიზმები და ფაქტორები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკური სოციალიზაციის თავისებურებები თანამედროვე საზოგადოების პირობებში, ამ ფენომენის კვლევის ახალგაზრდული ასპექტები.