XX საუკუნის გარიჟრაჟზე არქეოლოგიურ აღმოჩენათა შედეგად ცნობილი გახდა, რომ ძვ. წ. II ათასწლეულში საქართველოს სამხრეთით, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, არსებობდა ძველი სამყაროს ერთ-ერთი ცივილიზებული ხალხის – ხეთების იმპერია, რომელიც თავისი სიძლიერით არ ჩამორჩებოდა ძველი ეგვიპტისა და ბაბილონის იმპერიებს. ამ ხალხის კულტურის, დამწერლობის აღმოჩენასა და შესწავლაზე, თვით არქეოლოგებსა და წარწერათა გამშიფვრელებზე მოგვითხრობს ცნობილი გერმანელი ჟურნალისტის კ. კერამის პოპულარული წიგნი „ხეთების საიდუმლოება“.