,,ჯერ კიდევ არ განელებულა ჩვენში „მზით“ მოგვრილი განუმეორებელი სიამოვნება და რეზო ადამიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალი ესეით გაგვახარა. ნაწარმოებს ჰქვია „დაუოკებელი სულბობოქრობა „მერანი“ და იგი მხოლოდ ნ. ბარათაშვილის ამ უკვდავ ქმნილებას ეხება. რა არ წამიკითხავს „მერანზე“, ვის არ უცდია მისი ადგილის გარკვევა მსოფლიო პოეზიის ანალებში მაგრამ რეზო ადამიამ სულ სხვა კუთხით დაგვანახა ჩვენი თავმოსაწონებელი ქმნილება" – რევაზ მიშველაძე.