,,საქართველოში ცდა არავის არასდროს დაუკლია, მაგრამ აკაკის ღრმა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური და მისასადაგებლად სადა შემოქმედების ამოწურვა შეუძლებელია – უკმარობის გრძნობა მაინც რჩება; რამდენ მხატვარს უთენებია მოლბერტთან აკაკის პორტრეტის შესაქმნელად, მაგრამ მგოსანი მაინც რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე უმაღლესი ხელოვნებით ჩამოქნილი პორტრეტი. ვის-ვის და, ბატონ რეზო ადამიას დონის ხელოვანს ნამდვილად გაუმართლებდა ყალამი და პალიტრა, აკაკის რომ შებედავდა. გაუმართლებია კიდეც. მაგრამ ამ უკმარობამ, რაღაც „ამ უფრო მეტმა“, ხელში კალამი ააღებინა და სიტყვით „დაახატვინა“ ის, რისი დახატვაც ფუნჯს არ ძალუძს. თანაც - შეუცნობადი სამყაროს კოსმონოგენური, პლანეტარული განზომილებებიდან" – ზურაბ თურმანიძე.