ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

უკვდავებაა სიკვდილში : ტერენტი გრანელი

გამოცემის წელი2011
გამომცემლობაინოვაცია

,,ფერწერის დიდოსტატმა რეზო ადამიამ ნახა ტერენტი გრანელის ნახატები და ღრმა ფიქრის, ანალიზის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტერენტი ავანგარდისტი, კუბისტი. აბსტრაქციონისტი ევროპელი ძმების ღირსეული ძმა და მათი სულიერი თანამოდარდეა. ხომ არ არის ეპიგონობის კვალი? არამც და არამც. პირიქით, ზოგ რამეში, ტერენტი მათი წინამორბედიც კია, ბრძანებს ბატონი რეზო. რეზო ადამიას აქამდე ვიცნობდი, როგორც ტერენტი გრანელის პოეზიაზე ბრწყინვალე ესსეის ავტორს, ახლა იგი ჩემს წინაშე წარმოჩინდა უაღრესად ერუდირებულ, ავტორიტეტულ მკვლევარად ტერენტი გრანელის მხატვრობისა. რა ბედნიერებაა რეზო ადამია რომ არსებობს ამ ქვეყანაზე. რა უშურველობით, რა კოსმიური გაქანებით, რა მაღალი პროფესიონალიზმით წერს იგი ტერენტი გრანელზე. გულწრფელად ვამბობ: არ მეგულება საქართველოში დღეს მეორე კაცი, თან დიდი მხატვარი იყოს და თან ასე კარგად წერდეს ხელოვნებაზე" – რევაზ მიშველაძე.