„,,იმდენად ღრმა, მხატვრულ-ზეადამიანურია დიდი კონსტანტინეს გენიალური რომანები, მოთხრობები და ნოველები, მართალი წარმოდგენა გებადებათ, რომ მათი ეპოქალური კუთვნილებითი ცნება ქრება და მარადიულ-კაცობრიული სულისმიერებით მსოფლიო ფორმად დგინდება“... ასე აფასებს რეზო ადამია დიდ ქართველ პროზაიკოსს. ეს, რაც შეეხება მწერლის ადგილის გარკვევას მსოფლიო ლიტერატურის ფარვატერში, მაგრამ ავტორი მხოლოდ ამ აზრის სათქმელად არ აიღებდა კალამს ხელში.
ასე ფერწერულად, ასე შთამბეჭდავად, ასე ლამაზად ხატავს რეზო ადამია კონსტანტინესეულ შველს და გთხოვთ მენდოთ, ასე დამაჯერებლად და ოსტატურადაა დაწერილი მთელი ესსეი" – რევაზ მიშველაძე.