,,ნიჭიერი ადამიანი ყველა სფეროში ნიჭიერია, ბატონ რეზო ადამიას ნიჭიერების მოწმენი კიდევ ერთხელ გავხდით. დავით აღმაშენებლის, ვაჟა-ფშაველას და გალაკტიონ ტაბიძის ლიტერატურული პრემიების ლაურეატმა ახალი სალიტერატურო სიმაღლე დაიპყრო. მისი ხატებიდან და შემოქმედებიდან ცნობილია, თუ როგორ გამორჩეულად უყვარს ბატონ რეზოს ქართველთა განმანათლებელი, ქართველთა ემბაზი, დედა ქართველთა სარწმუნოებისა – წმიდა ნინო. მისი ხატები წმიდა ნინოსი ამშვენებს ჩვენს საკათედრო ტაძარს მანგლისში. ღამისთევის ლოცვებისას, ყოველთვის ვჩერდები ამ ხატებთან, ვაკმევ მათ წმიდა საკმევლით, ვევედრები უფალს, ამ დროს ჩემს მოგონებათა სფეროში ჩნდება ხოლმე ბატონი რეზო და მასაც ვლოცავ. ახლა, როცა მან ახალ–სალიტერატურო ასპარეზზე თავი გამოიჩინა, როგორც წმიდა ნინოს შესახებ რომანის ავტორმა, ვლოცავ მას და შევთხოვ უფალს, გააძლიეროს და განამტკიცოს ქართველი ერი იმ სარწმუნოებაში, რომელიც წმიდა ნინომ გვიქადაგა" – მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე.