ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ეროვნული უნივერსიტეტი 100. (ახალი) ქართული ენის კათედრა

გამოცემის წელი2018
გამომცემლობა
რედაქტორიმანანა ტუსკია

,,უნივერსიტეტის დაარსება – ეს არის თვისობრივად სრულიად ახალი ეტაპი ქვეყნის განვითარებაში. ეს ფაქტი – იმ პირობებში, რომელშიც ის მზადდებოდა და ხორცს ისხამდა – არსებითად ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებას უდრიდა. ეს კარგად იცოდნენ დიდმა ილია ჭავჭავაძემაც, ივანე ჯავახიშვილმაც და მათმა თანამედროვეებმა და მოსაგრეებმაც, როდესაც იმპერიის კონვულსიურ წიაღში ქართული სულიერი კულტურის „დიად აფეთქებას“ ამზადებდნენ. ეს კარგად იცოდნენ ქვეყნის მტრებმაც, რომლებიც ყველანაირ მეთოდსა და საშუალებას მიმართავდნენ ერის საუკუნოვანი ოცნების ფრთების შესაკვეცად. უნივერსიტეტის დაარსებას განუზომელი მნიშვნელობა ჰქონდა ერისა და ქვეყნის განვითარების არსებითად ყველა მიმართულებით, თუმცა განსაკუთრებული როლი მას მაინც ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსისა და სრულფასოვანი ფუნქციონირების თვალსაზრისით ენიჭებოდა, ვინაიდან ახალ ეპოქაში მხოლოდ ის ენა შეძლებდა მსოფლიოს ენათა დიდ ოჯახში ღირსეულ დამკვიდრებას, რომელიც შესაფერისად აითვისებდა ტექნიკური (მეცნიერული) ცივილიზაციის ყველა მონაპოვარს და თავის წიაღში განავითარებდა ეპოქისათვის აუცილებელ სპეციალურ ენებს".