სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართულის“ წინამდებარე გამოცემა ფოტოტიპიურად იმეორებს 1965-1966 წლებში ორბელიანის თხზულებათა ოთხტომეულში ილ. აბულაძის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს. ახალი გამოცემა შეივსო
ილ. აბულაძის გამოკვლევითა და მის მიერვე შედგენილი ისეთი სიტყვების საძიებლით, რომლებიც განმარტებებშია ნახმარი, ხოლო ლექსიკონში სალექსიკონო ერთეულებად გამოყოფილი არ არიან. როგორც გამოკვლევას, ისე საძიებელს უდიდესი სამეცნიერო ღირებულება აქვს: გამოკვლევაში საბას ლექსიკოლოგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხია განხილული და გარკვეული, საძიებელს კი თავისი მდიდარი მასალით (იგი „ცხრა ათასამდე სიტყვას შეიცავს), უთუოდ დიდი დახმარების გაწევა შეუძლია იმ მკვლევართათვის, რომლებიც ქართული ლექსიკის ისტორიის შესწავლით არიან დაინტერესებულნი.