,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი მზექალა შანიძე, საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ცნობილია როგორც ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის პირველხარისხოვანი მკვლევარი, ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის, კერძოდ, ქართული ბიბლიური წიგნების ჩინებული ექსპერტი, ქართული ფილოლოგიური სკოლის, ქართველოლოგიის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი. თავისი მრავალწლიანი სამეცნიერო-აკადემიური მოღვაწეობით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვადასხვა კვლევით დაწესებულებაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ენისა და სიტყვიერი კულტურის შესწავლის შემდგომ წინსვლაში ჩვენს ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ".