ნაშრომში ქართული და ბერძნული, აგრეთვე, სერბული, რუმინული, რუსული და ინგლისური წყაროების გამოყენებით შესწავლილია ათონის წმინდა მთის ოცი მონასტრის დაარსების, აქ შემონახული ტრადიციებისა და სიწმინდეების ისტორია, ნაჩვენებია ქართულ-ბიზანტიური საუკუნოვანი კულტურული ურთიერთობანი, ქართველ ბერ-მონაზონთა როლი ათონზე ასკეტური ცხოვრების საფუძვლის ჩაყრასა და დამკვიდრებაში.