ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

თეოლოგიური პოლემიკა კავკასიაში : VI საუკუნე

გამოცემის წელი2015
გამომცემლობაარტანუჯი

VII საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიაში დიდი საეკლესიო განხეთქილება მოხდა. განხეთქილების მთავარი მონაწილეები იყვნენ ქართლი და სომხეთი. ქართლი მტკიცედ დადგა ქალკედონურ (დიოფიზიტურ) მრწამსზე, ხოლო სომხეთი–ანტიქალკედონურ (მონოფიზიტურ) მრწამსზე. ეს საკითხები ჩვენს მეცნიერებაში განხილულია: თარგმნილი, გამოქვეყნებული და შესწავლილია სომხური წყაროები. ასევე გამოქვეყნებული და კრიტიკულად შესწავლილია ქართული წყაროები. რატომ იფეთქა ასე მძლავრად VII საუკუნის დასაწყისში საეკლესიო განხეთქილებამ და რა უძღოდა მას წინ? ამის შესახებ აწვდის ავტორი მასალასა და თავის მოსაზრებებს მკითხველს ამ წიგნში. მასში თარგმნილი და შესწავლილია სომხურ ენაზე შემონახული ყველა წყარო, ხოლო გამოკვლევაში გათვალისწინებულია ასევე ყველა წყაროს ცნობა ბერძნულ, სირიულ და ქართულ ენებზე.