წიგნში ქვეყნდება ატენის სიონის ოთხი გაშიფრული წარწერა. მკითხველის განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობს ორი უძველესი რითმიანი ლექსი და ციტატები ქართული ოთხთავიდან, რომლებიც აღმოჩნდა XI ს-ის ფრესკების ქვეშ. წიგნი განკუთვნილია ქართული ფილოლოგიის სპეციალისტებისა და ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის.