გამოკვლევის მიზანია „ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე ტექსტოლოგიური პრობლემების წარმოჩენა და იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლებიც დაგვეხმარება მათ გადაწყვეტაში. დიდი ადგილი ეთმობა თხზულების სტროფულ შედგენილობას, მის გასარკვევად გამოყენებულია როგორც ხელნაწერთა მონაცემები, ისე ენობრივი, სტილისტური და ვერსიფიკაციული კანონზომიერებანი, ქართულ პოეზიაში მათი განვითარების ისტორიის გათვალისწინებით.