წიგნში საუბარია „ვეფხისტყაოსნის“ შედგენილობასა და პოემის ძირითად ტექსტთან ჩანართების (ინტერპოლაციების) მიმართების ზოგიერთ მხარეზე, მოტანილია დამატებითი არგუმენტები ჩანართად მიჩნეული სტროფების ძირითად ტექსტთან შეუთავსებლობის საჩვენებლად. წარმოდგენილია ცნობები ერთ-ერთი ინტერპოლატორის, ნანუჩას ცხოვრებისა და „ვეფხისტყაოსანთან” მისი დამოკიდებულების შესახებ. ავტორი განიხილავს აგრეთვე ხელნაწერების ზოგიერთ სტროფს და სვამს საკითხს მათი ავთენტიკურობის შესახებ.