ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ვაჟა-ფშაველას პოეტურ-მხატვრული სამყარო

გამოცემის წელი2011
გამომცემლობაუნივერსალი

წიგნში მოცემულია ვაჟა-ფშაველას პოემების („ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, ,,გველის მჭამელი“, ,,მთათა ერთობა“) თემატიკური და იდეური ანალიზი, აგრეთვე რამდენიმე ლირიკულ ლექსსა და მოთხრობაში მოვლენათა მეტაფორული გამოხატვის თავისებურება და მათი სიმბოლურ-ალეგორიული აზრი. მკვლევარი ცდილობს თვალსაჩინო გახადოს თითოეული ნაწარმოების პრობლემატიკა და იდეის ავტორისეული გააზრება. ნაჩვენებია ამ თხზულებათა შესახებ ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში არსებულ შეხედულებათა სხვადასხვაობა. აქვე განხილულია ბუნების ვაჟასეული აღქმისა და შემეცნების საკითხი, რაც ყოველთვის იყო კამათისა და განსჯის საგანი როგორც ლიტერატურის თეორიის, ასევე ფილოსოფიური და ესთეტიკური თვალთახედვით.