წიგნის დანიშნულებაა ქართული მწერლობის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს მიაწოდოს „ვეფხისტყაოსნის" ავტორის–შოთა რუსთველის შესახებ არსებული უმთავრესი ცნობები. ავტორი განიხილავს ქართველ მეცნიერთა მიერ სხვადასხვა დროს წარმოდგენილ ჰიპოთეზებს და, დასკვნების სახით მკითხველს სთავაზობს იმ დებულებებს, რომლებსაც, ცნობილი ფაქტებისა და კვლევის შესაძლებლობების მიხედვით არსებობის უფრო რეალური საფუძველი აქვთ.