კრებულში ძირითადად თავმოყრილია ლორე ტაშირის (ამჟამად სომხეთის საზღვრებშია), სამცხე-ჯავახეთის და ტაო-კლარჯეთის (ამჟამად თურქეთის ტერიტორია) ქართული ეკლესია-ტაძრების ისტორიისადმი მიძღვნილი შრომები, რომლებიც სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული იყო ქართულ პერიოდიკაში და სამეცნიერო გამოცემებში. მათში გაანალიზებულია ამ ისტორიული ქართული მხარის, როგორც წარსული, ისე აქ არსებული ძველი ეკლესია-ტაძრების ქართულობის დამადასტურებელი საბუთები და ეპიგრაფიკა. აგრეთვე, ამ ეკლესია-ტაძრების კლასიკური ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებთან შედარებისა. და მათთან პარალელების საფუძველზე ნაჩვენებია ზემოხსენებულ ტერიტორიებზე არსებულ კულტურულ ძეგლთა ჭეშმარიტი ქართულობა.