ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ქართულში შემოსული სპარსული ლექსიკა

გამოცემის წელი2011
გამომცემლობაუნივერსალი

1997 წელს, საარქივო მასალაზე დაყრდნობით, ფილოლოგიის დოქტორმა რუსუდან კუსრაშვილმა გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო პოეტის იოსებ გრიშაშვილის (1889-1965) „ქალაქური ლექსიკონი“, რომელიც მდიდარია აღმოსავლური, კერძოდ, სპარსული ლექსიკით. აღნიშნული ლექსიკონი არ არის შემოფარგლული რომელიმე ეპოქით, მაგრამ მასში განსაკუთრებით არეკლილი ჩანს სეფიანთა ხანის (XVI-XVIII სს.) სპარსულ-ქართულ ენობრივ ურთიერთობათა კვალი, რომელიც თბილისურ მეტყველებაში საკმაოდ დალექილა. წინამდებარე წიგნი პირველი ცდაა „ქალაქური ლექსიკონის“ მიხედვით სპარსული ლექსიკის წარმოჩენისა. ნაშრომი მრავალმხრივ იქნება საინტერესო, როგორც ქართულ-სპარსული ენობრივი ურთიერთობებით დაინტერესებულ პირთათვის, ისე, ზოგადად, ენათმეცნიერ-მკვლევართათვის.