„„ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა" – ესაიას პროფეტულ გამონათქვამებში გაჯერებული ეს სტრიქონი წავუმძღვარე სათაურად ამ წიგნს, რომელშიც სხვადასხვა დროისა და ქვეყნის თორმეტი ავტორია წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს მსოფლიო პოეზიის იერარქიაში თავისი ადგილი აქვს დამკვიდრებული, ყველას აერთიანებს ერთიანი პოეტური სივრცე, რომლისთვისაც არავითარი მიჯნა და სამანი არ არსებობს" – ჯემალ აჯიაშვილი.