,,ამით იმის თქმა მინდა, რომ, ის, რაც დღეს წარმოუდგენლად რთულად გვეჩვენება, ხვალ შესაძლოა საკმაოდ ადვილად დასაძლევი გახდეს, მითუმეტეს, თუ იმ შეგონებასაც გავიხსენებთ, რომ წინა კაცი უკანა კაცის ხიდია! ამდენად, შესაძლოა, ამ ჩემმა გამოცდილებამ გარკვეული დახმარება გაუწიოს იმათ, ვისაც უნდა სხვისი შეცდომები გაითვალისწინოს, ანუ ახალგაზრდობის იმ ნაწილს, ვინც ამას ხვდება, ხოლო იმათ, ვისაც ცხოვრების დიდი ნაწილი უკვე გავლილი აქვთ, შეამოწმონ, რამდენად ჯდება ჩემი შეხედულებები მათ სტანდარტებში. შეგონებათა ამ კრებულში არც თემატურობაა დაცული და არც ქრონოლოგია, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის მკითხველს თავისთვის სასარგებლო მინიშნებები იპოვოს" – თამაზ აქუბარდია.