,,წინამდებარე ბროშურა ფილოსოფიური ეტიუდების სახით მიეწოდება მკითხველს. უმთავრესი საკითხი, რომლებიც აქ განიხილება, სიყვარულის შემდეგ, ადამიანისთვის ყველაზე სანუკვარ გრძნობას – თავისუფლებას ეხება და, თუმცა თავად სიყვარულიც თავისუფლების ნებაყოფლობითი შეზღუდვის უკიდურესი მაგალითია (საზოგადოდ აუხსნელი, ნებაყოფლობითი მონობის გაუგებარ მაგალითს წარმოადგენს), თავისუფლების ცნება თავისი არსით უდიადესი გრძნობაა, რომელიც კაცთა მოდგმას, სულის უსპეტაკეს და უნაზეს ფენებში გენეტიკურად აქვს ჩადებული! ეს არის იდეა, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ალბათ, კიდევ ძალიან ბევრი შეეწირება, მაგრამ ამით მისადმი სწრაფვა არ შემცირდება, – იგი მარადიულ გრძნობად დარჩება ჟამთასვლის დაუსრულებელ ქროლვაში" – თამაზ აქუბარდია.