წიგნი ეძღვნება გამოჩენილი ენათმეცნიერ-კავკასიოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გურამ თოფურიას ხსოვნას. იგი შეიცავს მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებსა და მეცნიერის შრომების ბიბლიოგრაფიას, აგრეთვე მისი კოლეგებისა და ახლო მეგობრების მოგონებებს, ისევე როგორც რამდენიმე სამეცნიერო სტატიას, მიძღვნილს გ. თოფურიას ხსოვნისადმი.