წიგნი წარმოადგენს სამეცნიერო წერილების კრებულს, რომლებიც ეხება კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხების ფართო წრეს. აქ წარმოდგენილია გამოკვლევები უპირატესად ამიერკავკასიის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური ისტორიიდან, გაშუქებულია კულტურისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის ისტორიის საკითხები. ქვეყნდება აგრეთვე ნაშრომები არქეოლოგიის ეთნოგრაფიის, წყაროთმცოდნეობის, ისტორიული გეოგრაფიის, ნუმიზმატიკის დარგში და ა. შ.