წიგნში თავმოყრილია ქართველთა რწმენის ამსახველი ფოლკლორის საუკეთესო ან რაიმე კუთხით საინტერესო ნიმუშები, წარმართობის დროინდელი და ქრისტიანული. პოეზიის გარდა, ამოკრეფილია მითი, ზღაპარი, გადმოცემა, ლეგენდები, ხალხური ნოველა. წარმოდგენილია აგრეთვე გამოკვლევების სახით არსებული დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული, ანდა „ცრურწმენის“ სახით ეთნოგრაფიულ აღწერებში შეპარებული, ყველა კუთხის მასალა, რაც ხელს შეუწყობს მივიწყებული ტრადიციების აღდგენას.