,,ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასთან დაკავშირებული მასალები ახალგაზრდობის დროიდან მქონდა ნაგროვები, წიგნისთვის ჩაჯდომას კი მაინც ვერ ვბედავდი. ჩვენმა ბრწყინვალე ლირიკოსმა, მორის ფოცხიშვილმა გამაბედვინა. ის მაშინ, 1986 წელს გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი იყო. გამომიძახა და გაბრაზებულმა მიბრძანა: „ვაჟას ცხოვრება უნდა დაწერო! ყველა ცნობილ ლიტერატორსა და მწერალს შევთავაზე, ყველამ უარი თქვა: ვერ დავწერო.“ ერთ წელიწადში მოვამთავრე, მიუტანე. მოეწონა და გამოსცა (1987 წ.)" – გიგი ხორნაული.