სახელმწიფო ენის სტატუსი – ესაა ეროვნული ენების განვითარებისა და ჩამოყალიბების ისტორიის განსაკუთრებული საფეხური. შესაბამისად ამა თუ იმ ენის სახელმწიფო ფუნქციის გამოვლენის ყოველი პრეცედენტი უპირობოდ იკავებს თავის ადგილს ამ ენის ისტორიაში. სტატიაში ნაჩვენებია, რომ დამწერლობის წყაროების მიხედვით, ქართული ეროვნული ენა ასეთ ფუნქციებს ავლენს ორი ათას წელზე მეტი ხნის წინ.