ნაშრომში განხილულია ხონის ისტორიის ზოგიერთი საკითხი. განსაკუთრებით ფართოდაა გაშუქებული დემოგრაფიული პრობლემები XIX-XX საუკუნეებსა და XXI საუკუნის დასაწყისში. ამ პერიოდში ჩატარებული მოსახლეობის აღწერებისა და მიმდინარე აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე გაანალიზებულია მოსახლეობის რაოდენობის, შობადობის, მოკვდაობის პრობლემები, ეროვნული და რელიგიური შემადგენლობა. იმის გამო, რომ XIX საუკუნეში ხონის შესახებ მოსახლეობის რაოდენობის გარდა ძირითადი დემოგრაფიული მონაცემები არ არსებობს, ხონის მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის მონაცემები განხილულია მთლიანად იმერეთის დემოგრაფიულ მონაცემებთან კონტექსტში.