ნაშრომში განხილულია თბილისის მოსახლეობის საკითხები უძველესი დროიდან. ამ მიზნით გაანალიზებულია სტატისტიკურ-დემოგრაფიული მონაცემები, როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურა, განხილულია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი და მისი დემოგრაფიული შედეგი, გაშუქებულია სომეხი ვაიმეცნიერების უაღრესად ცალმხრივი, მიკერძოებული და ამდენად სრულიად მიუღებელი მოსაზრებები თბილისის მოსახლეობის შესახებ. ნაშრომში დიდი ყურადღება ეთმობა თბილისის მოსახლეობის რაოდენობის, ეროვნული შემადგენლობისა და ბუნებრივი მოძრაობის საკითხებს. სათანადო მეცნიერული აპარატის მოშველიებით გამოთქმულია მოსაზრება, რომ თბილისში 1226 წელს ცხოვრობდა არა 100 000-მდე, არამედ 150 000-მდე კაცი.